მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 320-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში მერიასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც 320-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

როგორც რუსული მედია იუწყება დაკავებულთა შორის არიან ის კანდიდატები, რომელთაც მერიის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

ცნობისთვის, მოსკოვში აქციები რამდენიმე დღეა იმართება. აქტივისტები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.