მსოფლიოში შიდსით დაინფიცირებულთა სიკვდილიანობის რიცხვი შემცირდა

სიკვდილიანობის შემცირება აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის მიმართულებით მკურნალობის ეფექტიან მექანიზმს უკავშირდება, რის გამოც აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში ვითარება შედარებით გაუმჯობესდა.
ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შიდსის შედეგად სიკვდილიანობა 2010 წელთან შედარებით, 5% -ით გაიზარდა, ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 9% -ით.
საერთო ჯამში, 2018 წელს მსოფლიოში 1.7 მილიონ ადამიანს აივ ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც 2010 წელთან შედარებით, 16% -ით ნაკლებია. სამხრეთ აფრიკაში, 2010 წლიდან, ახალი ინფექციების რაოდენობა 40%-ით შემცრდა. ამავე დროს, აღმოსავლეთ აფრიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში 29% -ით გაიზარდა, რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას, აქ ეს მაჩვენებელი – 10% -ით გაიზარდა, ხოლო ლათინურ ამერიკაში – 7% -ით.
2018 წელს, მსოფლიოს მასშტაბით აივ ინფექციით 770 ათასი ადამიანი დაიღუპა, რაც 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 33%-ით ნაკლებია. ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამა აივ / შიდსის შესახებ (UNAID) ანგარიშშია აღნიშნული.