ოპოზიციონერი ლიდერები შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა. გამოკითხვაზე დაბარებულები არიან : ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი. ოპოზიციონერები შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.

სსკ-ის 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ოპოზიციონერი ლიდერები გამოკითხვაზე 12 ივლისს, 12:00 საათზე არიან დაბარებულები.