პარლამენტში ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.