პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების შემდეგ სასულიერო პირები დააჯილდოვა.

იღუმენი ღვთისავარ გობეჯიშვილი აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. მონაზონი ბარბარე კაცაძე კი აყვანილია იღუმენიას ხარისხში.

პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პარასკევს, 12 ივლისს, აღინიშნება პეტრე-პავლობის დღესასწაული და რომ ხუთშაბათს, საღამოს და პარასკევს დილით, წირვა-ლოცვა აღევლინება სამების საკათედრო ტაძარში.