რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ალასკაზე

აშშ-ში, ალასკაზე რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, არქტიკული წრის შემადგენლობაში არსებულ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 32 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 18 გრადუს ცელსიუსს არ აღემატება.

ალასკაზე ბოლოს ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1969 წლის 14 ივნისს დაფიქსირდა, მაშინ ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

ბოლო წლებში ალასკაზე ჰაერის ტემპერატურა სულ უფრო იმატებს. როგორც ბუნების დამცველები აცხადებენ, კლიმატის ცვლილებამ ბუნებრივი ჯაჭვი დაარღვია. მათი განცხადებით, ოკეანეში ტემპერატურის მატებასთან ერთად ასობით სახეობის თევზმა რეგიონი დატოვა.