რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე ბოლო ფრენები ხვალ შესრულდება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე ბოლო ფრენები ხვალ შესრულდება.

რეისი საქართველოდან რუსეთის მიმართულებით (თბილისი-მოსკოვი) 7 ივლისს, 03:05 საათზე განხორციელდება.
ხოლო რუსეთიდან (სანქტ-პეტერბურგი-თბილისი) საქართველოს მიმართულებით ფრენა 7 ივლისს, 02:30 საათზე შესრულდება.

რუსეთის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან პირდაპირ ავიაფრენებს ქვეყნებს შორის ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია შეაჩერებს.