რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს 39 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღეა.

აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ, გამოცდა ორ სესიად ჩატარდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს 620 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 39 გამოცდაზე არ გამოცხადდა.

გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 2 საათზე განახლდება.