,,რუსთავი” 3-1 ,,ვიტ ჯორჯია”

რუსთავის ბავშვთა აკადემიის სტადიონზე, ერთმანეთს ეროვნული ლიგის ორი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი „რუსთავი“ და ,,ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდა.

თამაში ანგარიშით 3-1 რუსთავის სასარგებლოდ დასრულდა.

პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის თანაბარი გამოდგა, მეორე ტაიმში ,,რუსთავმა“ სრული ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და მასპინძლები დროის მოკლე მონაკვეთში დაწინაურდნენ.

მომდევნო და ბოლო საკონტროლო მატჩს “რუსთავი” 27 ივლისს თბილისში, მუხიანის სპორტ კომპლექსში ჩაატარებს და ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, “თელავს” შეეჯიბრება.
საქართველოს ჩემპიონატი აგვისტოს დასაწყისში განახლდება, მანამდე ეროვნული ლიგის გუნდები, რომლებიც ევროტურნირებზე არ მონაწილეობენ, მზადებას განაგრძობენ და საკონტროლო მატჩებს ატარებენ.