რუსთავს ახალი ავტობუსები ეყოლება

რუსთავს ახალი ავტობუსები ეყოლება . თბილისი (GBC) – რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის დაფინანსებით, საქართველოს 6 ქალაქს ახალი ავტობუსები ეყოლება.

ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, დიზელზე მომუშავე, 8-10 მეტრიანი ავტობუსების შეძენას მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს.

ტენდერის გამოცხადება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმება ,პროექტს EBRD 19 მილიონი ევროთი დააფინანსებს.