რუსთავში არსებული სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს (+ფოტო)

რუსთავის მერია ქალაქში არსებული სანიაღვრე ქსელის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. სისტემის გაწმენდის შემდეგ წვიმიან ამინდში,მთავარი საგზაო მონაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ შეიქმნება. სამუშაოებს რუსთავის სერვისცენტრი ახორციელებს. პროცესი დღეს დაიწყო და ეტაპობრივად ყველა ქუჩას მოიცავს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სანიტარი ” ასრულებს. ტენდერის ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 30 დღე გაგრძელდება.