რუსთავში ორ ქუჩას სახელდება მიენიჭა

რუსთავში ორ ქუჩას სახელდება მიენიჭა .ჟიული შარტავას და ლეონიძის კვეთაზე დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას ტრაგიკულად დაღუპული, ახალგაზრდა პოეტის ოთარ გურგენიშვილის სახელი მიენიჭება . ხოლო კომუნალების ქუჩა სახელს შეიცვლის და პირველი რუსთაველი მთამსვლელი ქალის მარო (მარიამ) ტყავაძის სახელი მიენიჭება -ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და დეპუტატებმა ერთხმად მოიწონეს . დღესვე დეპუტატებმა დღის წესრიგით გატვალისწინებულ ოთხ საკითხს უყარეს კენჭი , მათ შორის აღმაშენების ქუჩაზე სპორტული კომპლექსიის მშენებლობის საკითხს კერძოდ კი ტერიტორიიის სარეკრეაციო ზონად ცვლილების საკითხს დაუჭირეს მხარი. ასევე იმსჯელეს მე-12 მიკრორაიონში ბიზნეს ცენტრის მშენებლობას , სადაც მრავალფუნქციოური ობიექტებთან ერთად კინოტეატრის განთავსებაც იგეგემება . დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კიდევე ერთ საკითხს , რომელიც მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის შენობაში „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების სივრცის განტავსებას გულისხმობს