რუსთავში პოლიციამ ორი პირი დააკავა

რუსთავში, მე-16 მიკრო რაიონში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის დააჩაღებისთვის პოლიციამ ორი პირი დააკავა.

როგორც ცნობილია, სადგურის თანამშრომელს ორი პირი, თავს ღამით დაესხა, ბლაგვი საგნით მას ჭრილობა სახის არეში მიაყენეს და სალაროდან თანხა გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.