საზეიმო ფოიერვერკს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, საზეიმო ფოიერვერკის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სულ მცირე სამი ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც ფოიერვერკის გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

თვითმხილველების თქმით, ფოიერვერკის გაშვების დროს ერთ-ერთ მოედანზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.