საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ბოლო პერიოდში ინტერნეტში საპენსიო სააგენტოს სახელით და ლოგოთი ყალბი ექაუნთი ვრცელდება, რომელიც დანაზოგის შემოწმებას გთავაზობს, აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს- ამასთან დაკავშირებით ,,ბიზნესპრენიუსს” საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაგდა კოტრიძებ განცხადება გააკეთა, რომ საპენსიო სააგენტოს ყველა მომხმარებელმა მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს, რადგან ბოლო პერიოდში გახშირდა ყალბი ექაუნთიები.

„გვერდის იდენტიფიცირებისთანავე მივმართეთ ძალოვან სტრუქტურებს წერილობით და ასევე ყველა მომხმარბელს ინბოქსში და გვერდზე მივწერეთ ინსტრუქცია, ასევე მივუთითეთ ჩვენი გვერდის მისამართი და გავაფრთხილეთ რომ ეს თაღლითური სქემაა. საპენსიო სააგენტოს ყველა მომხმარბელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისათვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათის და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეყავს.“ – განაცხადა კოტრიკაძემ.