საქართველოსთან ერთად ევროპა უფრო ძლიერი ხდება-მამუკა ბახტაძე

საქართველოსთან ერთად ევროპა უფრო ძლიერი ხდება – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველო გახლავთ აღიარებული, როგორც ლამპარი ეკონომიკური ტრანფორმაციის. ჩვენ ძლიერ ეკონომიკურ რეფორმებს ვატარებთ ჩვენი მემკვიდრეობის გასამყარებლად. ჩვენ შემოვიღეთ პროპორციული არჩევნები, რომელიც ნულოვან ბარიერს გულისხმობს. ასევე, ჩვენ წამოვიწყეთ ახალი ტალღა ყოვლისმომცველი რეფორმების, რომელიც მხარს დაუჭერს ჩვენს ტრანსფორმაციას მრავალგანზომილებიან ცენტრად. ერთ-ერთი რეფორმა გახლავთ მართლად რევოლუციური, ეს არის თამაშის წესების ცვლილება, რეფორმა განათლების სექტორში. ამ რეფორმით მშპ-ის 6% განათლების სექტორში იქნება ჩადებული. ჩვენ ეს აგვიყვანს იმ სიმაღლეებზე, რომელსაც ვჭვრეტთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძალიან ხელსაყრელია ბიზნესის წარმოება. ჩვენ ვართ პოზიტიური ცვლილებების გამტარებლები და ლიდერები, სადაც კანონის უზენაესობა არის უმაღლეს დონეზე. საბოლოოდ, თქვენი რიგია, რათა შემოგვთავაზოთ ახალი მექანიზმები, რომლებიც ახალ ეტაპებს შექმნის. საქართველოსთან ერთად ევროპა უფრო ძლიერი ხდება. საქართველოში ძალა ერთობაშია“,- განაცხადა პრემიერმა.