საქართველოს სკოლებში მოსწავლეების რიცხოვნობა გაიზარდა

საქართველოს საჯარო სკოლებში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მოსწავლეების რიცხვოვნობის ზრდა ფიქსირდება, თუმცა ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2000-2001 სასწავლო წლებში დაფიქსირებულ რიცხვს-ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ,2000-2001 წლებში სკოლებში 700 000- ზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა,აქედან 347 108 გოგონა იყო,357 438 ბიჭი. 2000-2001 წლებიდან მოსწავლეთა კლების ტენდენცია შეინიშნება და ყველაზე დაბალ ნიშნულზე 2015-2016 სასწავლო წლების მონაცემებია,როცა მათი რიცხვი 498 873 შეადგენდა.

მოსწავლეების რაოდენობა 500 000 -მდე იზრდება 2016-2017 წლებში , რიცხვი 508 888 ნიშნულს უტოლდება.

ყველაზე მეტი პირველკლასელი საჯარო სკოლებში 2019-2020 წლებისთვის დარეგისტრირდა. მოსწავლეთა რიცხვის ზრდის ტენდენცია განსხვავებულია საჯარო სკოლების საფეხურების მიხედვით.