საქართველოში ჩამოსული ტურისტები აეროპორტებში ქართული ღვინით დასაჩუქრდებიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ კამპანიას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ქართული ღვინით დაასაჩუქრებენ.

კამპანიისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 300 000 ბოთლ ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინოს შეისყიდის.

სასაჩუქრე ღვინო უნდა იყოს წითელი, მშრალი, 100 პროცენტით საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული.

ტურისტები ღვინით თბილისში, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დასაჩუქრდებიან.