სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების თქმით, ისინი უსიამოვნო სუნს რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ.

დღეს კი ეზოს გათიბვის დროს მთიბავებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

პოლიციამ მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენა.

წყარო: 1tv.ge