უბედური შემთხვევა თბილისში-მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დოლაბაურის ქუჩზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.