უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ იმარჯვებს.

კერძოდ, ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 43,9% მიიღო, „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ 11,5%, „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8,9%, „ბატკივშჩინამ“ 7,6%, პარტია „გოლოსმა“ 6,3%.

ტელეკომპანია „112“-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 42,7% მიიღო, „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ 12,9%, „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8,8%, „ბატკივშჩინამ“ 8,5%, პარტია „გოლოსმა“ კი 6,5%.

ТСН-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 44,4% მიიღო, „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ 12,5%, „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8,5%, „ბატკივშჩინამ“ 7,7%, პარტია „გოლოსმა“ კი 6%.