უცხოური ენების გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა

უცხოური ენების გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 95%- მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენების გამოცდა საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში მიმდინარებს.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.