“ფეისბუქი” 5 მილიარდი დოლარით ჯარიმდება

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისის დადგენილებით სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციას მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებაში არსებული პრობლემების გამო $5 მილიარდის ჯარიმა დაეკისრა.

ინფორმაციას Reuters-ი Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიამ შეიწავლა Facebook-ის საქმე ინფორმაციის არასაიმედო გაცვლის შესახებ, რომელიც 87 მილიონ მომხმარებელს ეხება.

საქმეში ფიგურირებს კომპანია Cambridge Analytica-ს რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ 2011 წელს მომხმარებელთა მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის არაჯეროვან გაცვლას ჰქონდა ადგილი.

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის დადგენილების შემდეგ, Facebook-ის აქციების ფასი 1,8%-ით გაიზარდა. აქამდე ცნობილი იყო, რომ Facebook-ი მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზის გამო $3-დან $5 მილიარდამდე გადაიხდიდა.

Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
თა­ვად „ფე­ის­ბუქს“ და ფე­დე­რა­ლურ სა­ვაჭ­რო კო­მი­სი­ას, ჯერ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.