ქართველმა ძიუდოისტმა ბუდაპეშტის გრანპრი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრანპრის გამარჯვებული გახდა. 19 წლის ქართველი ძიუდოისთვის მოგებული გრანპრი პირველია. ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო ორი ვაზარით დაამარცხა.
დღეს გაიმართება ტურნირის დასკვნითი დღე, რომელზეც ხუთი ქართველი იჭიდავებს –
90კგ – ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.
100კგ – გიორგი ბერიაშვილი.
+100კგ – გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე.