ქობულეთში ავარიას 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში ავარიის დროს დაშავებული ხუთი წლის ბიჭი გარდაიცვალა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, რის გამოც თბილისში ტრასპორტირება ვერ მოხერხდა და ქუთაისში იყო მოთავსებული. ამის შესახებ აჭარის ჯანადაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, ავარიას არასრუწლოვნების მშობლებიც ემსხვერპლნენ. ქობულეთის კლინიკებში 9 ადამიანია მოთავსებული, მათი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.