ჯანმოს მისია კიბოს საკითხებზე თბილისს სტუმრობს

16-19 ივლისს თბილისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო)
მისია კიბოს კონტროლის საკითხებზე სტუმრობს.ვიზიტის მიზანია საქართველოში ონკოლოგიური
დაავადებების პრევენციისა თანამედროვე მიწევებისა და გამოწვევების გაცნობა და
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მისიის შემადგენლობაში ოთხი ექსპერტი, მერილის ანნ კორბექსი,როლანდო კამაჩო როდრიგესი,სუზან ლიი კოჰენი და ვიტალი სმელოვი შედიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 16 ივლისს დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ
საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ. თბილისის
მერიის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.

ჯანმოს მისიის წევრები 17 და 18 ივლისს სამუშაო შეხვედრებს გამართავენ კიბოს
მართვაში ჩართულ სხვადასხვა ეროვნულ ექსპერტებთან და სამედიცინო სერვისების
მიმწოდებელ დაწესებულებებში.