1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8513 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8513 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8513 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8476 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2094 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2098 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.004 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.