20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო .

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა.

მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.