2019 წლის გამოცდები დასრულდა

2019 წლის გამოცდები დასრულდა.

ბოლო გამოცდა დღეს, 24 ივლისს მაგისტრობის მსურველებისათვის ჩატარდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა საგამოცდო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
სოფიო გორგოძის თქმით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ცენტრის დირექტორმა გამოცდების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა, მათ შორის აბიტურიენტებს, რომლებიც, მისი თქმით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ.

2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.