2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობა იწყება

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობა იწყება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის ვადა 31 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყება და 21 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.
მობილობის განხორციელებისთვის სტუდენტმა რეგისტრაცია მობილობის ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge უნდა გაიაროს.

აუცილებელია მობილობაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთება, რომელშიც სასურველ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და პროგრამას დააფიქსირებს. მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს და მისი გადახდა საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი. დადებითი პასუხის შემთხვევაში სტუდენტმა წერილობითი განცხადებით დაუყონებლივ უნდა მიმართოს უმაღლეს დაწესებულებას და პირადი საქმის მასალები წარუდგინოს.
მობილობის მსურველ სტუდენტს პორტალზე არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის უფლება აქვს.