24 წლის ბრიტანელმა ადამ პიტმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრზე ბრასით ცურვაში 24 წლის ბრიტანელმა ადამ პიტმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.ინფორმაციას გამოცემა skysports-ი ავრცელებს.

პიტი გახდა პირველი მოცურავე, ვინც ამ დისტანციაზე 57 წამიდან გამოსვლა შეძლო. სპორტსმენის დრო იყო – 56.88 წამი. ბრიტანელმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 57.10 წამს უდრიდა.