ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიება რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება მიმდინარეობს.

ბოლო 2 დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს.

აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.