CNN : აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენისას გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა კრისტოფერ ვრეიმ განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ჩარევას განაგრძობს – ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსეთის მიზანს მესამე ქვეყნების საშუალებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარის, სამხრეთ კაროლინის შტატის სენატორის ლინდსი გრემის კითხვაზე, აგრძელებს თუ არა რუსეთი სანქციების მიუხედავად, საარჩევნო პროცესებში ჩარევას, ვრეიმ დადებითი პასუხი გასცა.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა.