ავტომობილი ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში დიდ დიღომში, კერძოდ მირიან მეფის ქუჩაზე. ავტომობილი ქალს და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფროამციით, დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ექიმების განცხადებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ბავშვს ოპერაციები ვერ უტარდება.

რაც შეეხება დაშავებულ ქალს, ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.