ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე. ერთმანეთს ,,ჰონდას” და ,,მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ხანშიშესულ მამაკაცს სასწრაფო დახმარების ჯგუფი დახმარებას ამ წუთებში ადგილზე უწევს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი კლინიკა რუსთავში გადაჰყავთ.