ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა,არიან დაშავებულები.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
მათივე ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მოტოციკლს შეეჯახა, შემდეგ ბორდიურზე ავარდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.