აპელაციაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს 10:00 საათიდან დაიწყო  და 13 აგვისტოს, 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროცესი მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. მიმდინარეობს.აბიტურიენტს  როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალების  გასაჩივრების შესაძლებლობა აქვთ.განაცხადებს  საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია განიხილავს, რომელიც მთელ ნაშრომს ან კონკრეტულ დავალებას თავიდან გაასწორებს. ქულის ცვლილების  შემთხვევაში გამოცდების მონაწილეს აპელაციისთვის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება. აპელაციის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე  გამოქვეყნდება.