ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი 4 ახალგაზრდიდან ერთი-ერთი გარდაიცვალა

ბათუმში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დილის 5 საათზე, რამდენიმე ახალგაზრდა სავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკა მედცენტრში გადაყვანილი 4 პაციენტიდან, 3 ახალგაზრდა კაცი და ერთი ქალი იყო. ისინი სტაციონარში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მათგან ერთ-ერთი 22 წლის ბიჭი კი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პაციენტი 19 აგვისტოს, გამთენიისას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. 22 წლის ახალგაზრდა პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. “იგი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. ანამნეზის საფუძველზე დაისვა დიაგნოზი, დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური ეფექტი. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი შესაბამისი მკურნალობა, გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტი 17:20 წუთზე გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზი – გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა”.

ღამის კლუბიდან მედცენტრში გადაყვანილი ორი პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. სავარაუდოდ ისინი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.