ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს

ბიომრავალფეროვნების შესახებ საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა იმართება რუსთავის მერიაში. ქვეყნის მასშტაბით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს ბიომრავალფეროვნების საკითხებთან, მათ შორის მტაცებელ ცხოველებთან და ქვეწარმავლებთან დაკავშირებით მართავს.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათისაა, შესაბამისად დამსწრე საზოგადოებას საშუალება აქვს მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხები დარგის სპეციალისტებისგან მიიღოს.