დენის დარტყმის შედეგად, სახლის მშენებლობაზე მამაკაცი დაიღუპა

შეკვეთილში დენის დარტყმის შედეგად, სახლის მშენებლობაზე მამაკაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით , ცემენტმზიდის ნაწილი ელექტროსადენს გამოედო და მაღალი ძაბვის გამო, ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით , მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.