თელეთში ავარიისას დაშავებულ სომხეთის 4 მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ

თელეთში ავარიისას დაშავებულ სომხეთის 4 მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ. დაშავებულთაგან ორი ადამიანი კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 20 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა. დაშავებულთაგან 17 სომხეთის, საქართველოს ორი ხოლო ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა.