,,თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური”-სვანეთში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სვანეთის მცხოვრებლები დაზიანებული კოშკების აღდგენას ითხოვენ. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და უშგულში შესასვლელი გზა გადაკეტა.

ადგილობრივების ინფორმაციით, უშგულში ორი წლის წინ, მერვე საუკუნის კოშკი დაზიანდა,რაც ერთი კვირის წინ ისევ განმეორდა.  მათივე თქმით, კოშკების და მაჩუბების 90% საგანგაშო მდგომარეობაშია,რომლებმაც შესაძლოა, ზამთარს ვერ გაუძლოს. 

 ,,თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რის გამოც ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში”, — აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველები  ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან.

ფოტო: on.ge