რუსთავის ბაღებში მობილობაზე განაცხადების მიღება სექტემბრიდან დაიწყება

ბაღებში მობილობაზე განაცხადების მიღება 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა tv4-ს განუცხადა ,მობილობაზე განაცხადების მიღება სექტემბრიდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება,შესაბამისად ნოემბრიდან მობილობის პროცესი განხორციელდება.

გაერთიანებაში აცხადებენ,რომ მობილობის პროცესში პრიორიტეტული ის ბავშვები იქნებიან,რომლის და-ძმაც სწავლობს სხვა სააღმზრდელო ფილიალში, სხვა აღსაზრდელების დაკმაყოფილება კი ეტაპობრივად მოხდება.

ასვე , ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რეზერვში მყოფი აღსაზრდელების ჩარიცხვის პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლიდან გაერთიანებას სამი სააღმზრდელო ჯგუფი  25-ე,32-ე ს 36-ე ფილიალებში დაემატება.