რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა

რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამატებითი შემოსავლების ხარჯზე 1 300 000 ლარით გაიზარდა და ახლა 64 000 000 ლარს აღემატება .აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. დამატებითი თანხები ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. კომიისიის წევრებმა საკითხი მოიწონეს და განსახილველად ბიუროს სხდომაზე გავიდა.