რუსთავში ახმეტელის ქუჩაზე ბოლნური ჯვარი ჩამოვარდა (+ფოტო)

რუსთავში ახმეტელის ქუჩაზე ბოლნური ჯვარი ჩამოვარდა. ჯვრის ჩამოვარდნის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.

ტვ4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით ადგილზე ჯვარი მოსახლეობამ საკუთარი ინიციატივით განათავსა.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება რუსთავსერვისცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ბადრი მოდებაძე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმას, რომ ჯვარი მოსახლეობამ საკუთარი ინიციატივით განათავსა და არ ეხება მერიის სამსახურებს, რუსთავსერვისცენტრი მოახდენს შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას.