რუსი ტანმოვარჯიშე საქართველოს სახელით იასპარეზებს

რუსი ტანმოვარჯიშე მოქალაქეობას იცვლის და საქართველოს სახელით იასპარეზებს. 

ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა, აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მან მოქალაქეობა შეიცვალა და ამიერიდან საქართველოს ღირსებას დაიცავს. 
ინფორმაციას ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურსა და რუსულ სააგენტო „ტასს“-ზე დაყრდნობით პოპულარული ინტერნეტგამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

20 წლის ტანმოვარჯიშემ სხვა ეროვნული გუნდის სახელით გამოსვლის უფლება ოფიციალურად მიიღო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ნიკარაგუაში გაიმართა.

მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში 4-13 ოქტომბერს გერმანიაში გაიმართება.