რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა-დაკავებულია 26 წლის ქალი

 რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა. 26 წლის ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე, ზუგდიდში დააკავეს. 

სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  დაკარგული თანხა  ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულმა ბრალი აღიარა. 26 წლის ქალი ამ დროისათვის ,ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ბრალდებულის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ,ხვალ გაიმართება. ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.