სარწყავ არხში 11 წლის ბავშვი დაიხრჩო

თელავში 11 წლის ბავშვი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით,არასრულწლოვანი სოფელ ვარდისუბანში, ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო.

ვარდისუბანში მცხოვრები ბიჭი სავარაუდოდ, უფროს ძმასთან ერთად, ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ იმყოფებოდა და ბანაობისას დინებამ წაიღო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.