სოფელ მაწიმში ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა

 ლაგოდეხში, სოფელ  მაწიმში ტყის ქვედა საფარს  ცეცხლი გაუჩნდა. გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია   – ამის შესახებ ინფორმაციას   შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს  . 
სააგენტოს ინფორმაციით,  ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი, დაზიანდა რამდენიმე ხე. შემთხვევის  შედეგად არავინ დაშავებულა.

პრევენციის ს მიზნით ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რჩება.