ტრამპს ბირთვული შეთანხმების გაფორმება რუსეთთან სურს

დონალდ ტრამპს ბირთვული შეთანხმების გაფორმება რუსეთთან და ჩინეთთან სურს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით ,საკითხთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს ესაუბრა.

მოსკოვმა და პეკინმა კი შეთანხმებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატეს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება ოფიციალურად 2 აგვისტოს დატოვა. ამას თან ახლდა ექვსთვიანი ვადა, რომელიც ვაშინგტონმა მოსკოვს დოკუმენტის პირობების შესასრულებლად მისცა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ში მიჩნევენ, რომ მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს არღვევს.